Friday, May 27, 2016

პროექტი - სპექტაკლი "მე ვხედავ მზეს"

1.პროექტის სახელწოდება: სპექტაკლი   "მე ვხედავ მზეს"
2.პროექტის მთავარი იდეა:    სპექტაკლის დადგმა  დღევანდელობასთან პარალელის გავლება.
3.პროექტის აქტუალობა    დღევანდელობასთან პარალელის გავლება, ადამიანის მთავარი დანიშნულების გააზრება გაანალიზება მოთხრობის მიხედვით.
4.პროექტის მიზნები    მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება და თავიაანთი შთაბეჭდილებების გაზიარება აუდიტორიისთვის,  განივითარებენ  კრიტიკულ აზროვნებას, მსჯელობას, ანალიზის უნარს. ივითარებენ და უყალიბდებათ ისეთი ღირებულებები როგორიცაა მეგობრობა, სიყვარული, ერთგულება, სიკეთე.  
5.მონაწილეთა ასაკი 10- 15წელი.
6.ვადები/ხანგრძლივობა  6 კვირა.
7.მოსალოდნელი შედეგები, პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას. ესე-ს დაწერა მეგობრობაზე, სიყვარულზე, ერთგულებაზე.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები.სახელმძღვანელო სასცენო, კოსწუმები, სცენარი, დეკორაცია.
9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები). სცენარის დაწერა, როლების განაწილება, როლების შესწავლა, სპექტაკლის დადგმა.
10. საგნებთან/საგნობრივ  ჯგუფებთან/ ეროვნული სასწავლო გეგმასთან კავშირი.ქართ. VII. 6. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების შესაბამისად გამოყენება.                             

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         იყენებს აუდიტორიაზე ზემოქმედების არავერბალურ ხერხებს (მხედველობითი კონტაქტი, ხმის აწევ-დაწევა, საუბრის ტემპის შეცვლა, ჟესტიკულაცია) ზეპირი გამოსვლების დროს მსმენელთა ინტერესის გასაღვივებლად;
·         ამოიცნობს მსმენელის რეაქციას და იყენებს საპასუხო სტრატეგიებს, მაგ., აზრის პერიფრაზირებას, მოკლე განმარტებების ჩართვას, ცხოვრებისეული მაგალითების დამოწმებას და ა. შ.);
·         აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე გადის რეპეტიციას;
·         აანალიზებს იმ ფაქტორებს, რომლებმაც ხელი შეუწყო წარმატებას ან გამოიწვია წარუმატებლობა ზეპირი გამოსვლის დროს და მასწავლებელთან ერთად დასახავს ხარვეზების გამოსწორების გეგმას.
 ·         წიგნის გაცნობის მიზნით იყენებს გაცნობითი კითხვის ხერხებს (ეცნობა ავტორს,  ნახულობს წიგნის სათაურს, კითხულობს ანოტაციას, ეპიგრაფს, თავების სახელწოდებებს; ათვალიერებს ილუსტრაციებს, სქემებს, ტაბულებს);
·         კონკრეტული ინფორმაციის მოძიების მიზნით სწრაფად ჩაიკითხავს ტექსტს, ეძებს საყრდენებს: საკვანძო სიტყვებს, თავების, პარაგრაფების სათაურებს, კითხულობს აბზაცების პირველ წინადადებას;
·         შესწავლის მიზნით ნელა კითხულობს ტექსტს, ხელახლა გადაიკითხავს ნაწილებს, აკეთებს ჩანაწერებს და სხვ.;
·         იყენებს სხვადასხვა სტრატეგიას შესწავლითი კითხვის დროს უცნობი სიტყვის მნიშვნელობის გასაგებად (კონტექსტს, სიტყვათა აგებულების ცოდნას, ლექსიკონს);

·         მოიძიებს საჭირო ინფორმაციას მისთვის საინტერესო თემებზე სხვადასხვა წყაროდან (ენციკლოპედიებიდან, ლექსიკონებიდან, წიგნებიდან, ინტერნეტიდან).
 ქართ. VII. 14. მოსწავლეს შეუძლია  წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ეფექტური ორგანიზებისათვის.  
                             
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         წერის დაწყებამდე განსაზღვრავს მიზანს და აუდიტორიას; აგროვებს მასალას;
·         იყენებს სხვადასხვა რესურსს (ლექსიკონს, ბიბლიოთეკას და სხვ.);
·         ადგენს ტექსტის გეგმას;
·         წერს ტექსტის პირველ ვარიანტს;
·         გადაამუშავებს და გადაათეთრებს ნაწერს, ყურადღებას ამახვილებს როგორც შინაარსზე, ისე სტილის ელემენტებზე;
·         დაამუშავებს საბოლოო რედაქციას დამოუკიდებლად ან სხვების (თანაკლასელის, მასწავლებლის) დახმარებით; ასწორებს პუნქტუაციურ, სტილისტურ და ორთოგრაფიულ შეცდომებს;
·         მასწავლებელთან ერთად ისახავს ხარვეზების გამოსწორების გზებს.

11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ვანდა კირეულიშვილი
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა vkireulishvili@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ ბლოგი . http://vkireulishvili.blogspot.com/